ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან 2014 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში

8 სექტემბერი 2014

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის  ფარგლებში  აწესებს  დამატებით  სამ  საკონკურსო  ადგილს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის წინასამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. 

ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლა კავკასიის რეგიონისათვის, რომელიც ფუნქციონირებს 2012 წლიდან,  მოიცავს  ორ  ურთიერთდაკავშირებულ პროგრამას: წინასამაგისტრო (Pre-LL.M) ორსემესტრიან პროგრამაზე თბილისში და სამაგისტრო (LL.M) ერთსემესტრიან პროგრამაზე ჩიკაგოში, ილინოისის შტატი, აშშ.

გამოცხადებულ სამ დამატებით საკონკურსო ადგილზე განაცხადების მიღება განხორციელდება 2014 წლის 30 სექტემბრამდე შემდეგი პირობების გათვალისწინებით: 

-  ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის წინასამაგისტრო პროგრამა მოიცავს ორსემესტრიან სწავლებას თბილისში, 2014  წლის  ოქტომბრიდან-დეკემბრამდე და  2015  წლის  თებერვილიდან- ივნისამდე შუალედში. ლექციები ტარდება თვეში ორჯერ, მხოლოდ შაბათ-კვირას 12 აკადემიური საათის მოცულობით. წინასამაგისტრო სწავლების პროცესი ასევე მოიცავს წინასალექციო მოსამზადებელ და საგამოცდო პერიოდს; 

-  წინასამაგისტრო ორსემესტრიანი კომპონენტი მოიცავს 10  სასწავლო კურსს  სამართლის შემდეგ მიმართულებებში: Introduction to American Legal Systems (IALS); Legal Writing (LW); International Business Transactions (IBT); E-Commerce & Online Contracting; US &EU Privacy Law; US Intellectual Property Law, Patent Law (IP Law); Comparative Advertisement & Marketing Law; Antitrust Law; Business Organizations (BO); International Criminal Law და სხვა. 

-  პროგრამის  ორსემესტრიანი  სასწავლო  კურსი  ტარდება  მხოლოდ  ჩიკაგო-კენტის  სამართლის სკოლის პროფესორების მიერ. წინასამაგისტრო სწავლების ყველა კომპონენტი, მათ შორის GPA სტანდარტით გამოცდების შეფასების პროცესი, ასევე კურიკულუმები, სალექციო და საგამოცდო მასალა მზადდება და ხორციელდება მხოლოდ ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის პროფესორების მიერ, რომლებიც სტუმრობენ საქართველოს ლექციების ჩატარების მიზნით; 

-  წინასამაგისტრო ორსემესტრიანი სწავლება იწყება 2014 წლის 18 ოქტომბერს და დასრულდება 2015 წლის ივნისში. კავკასიის რეგიონში მიღწეული შედეგების და კურსდამთავრებულთა წარმატების მაჩვენებლების გათვალისწინებით 2014 წლის 18 ოქტომბერს აკადემიურ წელს გახსნის და პირველ სალექციო კურსს წარუძღვება ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი   ედუარდ ჰარისი; 

წინასამაგისტრო   სწავლება   მიმდინარეობს   მხოლოდ   ინგლისურ   ენაზე;   კავკასიის   რეგიონის აპლიკანტებს არ მოეთხოვებათ ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. წინასამაგისტრო ორსემესტრიანი სწავლება საქართველოში ინგლისური ენის სრულყოფის უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც ამზადებს სტუდენტს ჩიკაგოში სამაგისტრო სწავლებისათვის;

 ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის უპირატესობაა: 

-  პროფესიული   საქმიანობისაგან   მოუწყვეტლად   წინასამაგისტრო   (Pre-LL.M.)   ორსემესტრიანი პროგრამის გავლის შესაძლებლობა თბილისში; 

-  წინასამაგისტრო   პროგრამის   დასრულების   შემდგომ   კურსდამთავრებულთა   გარანტირებული დაშვება ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩიკაგოში, აშშ-ში სამართლის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად; 

-  წინასამაგისტრო   პროგრამის   დასრულების   შემდგომ    ჩიკაგოში   მაგისტრატურაზე   სწავლის გაგრძელების უფლების სამი წლის განმავლობაში შენარჩუნება; 

- ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან გათავისუფლება ვეივერის სისტემით (“TOEFL Waiver”); 

-  ჩიკაგოში  სამაგისტრო  სწავლების  საფასურის  75  პროცენტის  გადახდისაგან  გარანტირებული გათავისუფლება, რის  შედეგადაც მაგისტრატურის ღირებულება შეადგენს  10  000  აშშ  დოლარს ნაცვლად 44 000 აშშ დოლარისა; 

-  საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში მაგისტრის ხარისხის მიღება ნაცვლად ორი სემესტრისა ერთ სემესტრში (ხუთი თვე), ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში, აშშ-ში. ეს განპირობებულია წინასამაგისტრო სწავლებისას მოპოვებული კრედიტების გარანტირებული აღიარებით ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მიერ; 

- წინასამაგისტრო სწავლების საფასურის ეტაპობრივი დაფარვა; სწავლების საფასური:

- ჩიკაგო-კენტის   ამერიკული   სამართლის   სკოლის   წინასამაგისტრო   პროგრამაზე   სწავლების საფასური საქართველოში შეადგენს 5 900 (ხუთი ათას ცხრაასი) აშშ დოლარს, რომლის გადახდა ხორციელდება სამ ეტაპად; 

-  აპლიკანტი,    რომელიც    არის    საქართველოს    ადვოკატთა    ასოცაციის    წევრი    ისარგებლებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლას შორის 2014 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დადგენილი უპირატესობით და მიიღებს 10 პროცენტიან სტიპენდიას, რაც გულისხმობს წინასამაგისტრო სწავლების საფასურის 10 პროცენტის გადახდისაგან გათავისუფლებას;

-  ჩიკაგო-კენტის   სამართლის   სკოლის   მაგისტრატურის   საფასური   (ჩიკაგო,   აშშ)   წინამდებარე პროგრამის კურსდამთავრებულთათვის შეადგენს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარს ნაცვლად 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარისა. 

წინასამაგისტრო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ: 

- CV (რეზიუმე) ინგლისურ ენაზე;

- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;

-  სარეკომენდაციო    წერილი,    რეკომენდატორის    საკონტაქტო    ინფორმაციის    სავალდებულო მითითებით;

- პასპორტისა ან/და პირადობის მოწმობის ელექტრონული ასლი;

- დიპლომის ელექტრონული ასლი;

- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწმობის ასლი; 

დოკუმენტების      წარდგენა      უნდა      მოხდეს      ელექტრონული      ფორმით      შემდეგ      მისამართზე:

admission@salcaucasus.ge;  ასევე,k.jeladze@chicagokentlaw.ge; m.meskhi@chicagokentlaw.ge

 

საკონკურსო ეტაპები:

 - სააპლიკაციო დოკუმენტაციის პირველადი შერჩევა;

- შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება ჩიკაგო-კენტის წარმომადგენლობის თბილისის ოფისში;

- ჩიკაგო-კენტის  შესარჩევი  კომისიის  მიერ  გამარჯვებული  აპლიკანტების  გამოვლენა  და  მათი ოფიციალურად ინფორმირება არაუგვიანეს 2014 წლის 5 ოქტომბრისა. მნიშვნელოვანი თარიღები:

- სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარდგენა წარმოებს 2014 წლის 30 სექტემბრამდე;

-  გასაუბრება ჩატარდება 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე, რის თაობაზეც შერჩეულ აპლიკანტებს ეცნობებათ წინასწარ;

-  ჩიკაგო-კენტის    სამართლის    სკოლის    შესარჩევი    კომისიის    გადაწყვეტილება    აპლიკანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით ცნობილი გახდება არაუგვიანეს 2014 წლის   5 ოქტომბრისა და გამარჯვებულ კანდიდატებს გადაწყვეტილება ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

- აკადემიური   წელი   წინასამაგისტრო   სწავლებაზე   ოფიციალურად   გაიხსნება   2014   წლის   18 ოქტომბერს;

-  ჩიკაგო-კენტის  ამერიკული  სამართლის  სკოლის   ორსემესტრიანი  წინასამაგისტრო  (Pre-LL.M) სწავლება მიმდინარეობს თბილისში 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ივლისამდე შუალედში;

- სამაგისტრო (LL.M.) პროგრამა ხორციელდება ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, აშშ-ში 2015 წლიდან; 

დამატებითი ინფორმაცია:

 

ილინოისის  ტექნოლოგიების  ინსტიტუტის  ჩიკაგო-კენტის  სამართლის  სკოლა  ამერიკაში  ერთ-ერთი მაღალ-რეიტინგული სამართლის სკოლაა, რომელიც აღიარებულია ლიდერად იურიდიულ განათლებაში თანამედროვე სამართლის  დარგების მრავალფეროვნების, სწავლების  მეთოდების  ინოვაციურობისა და სამეცნიერო მიღწევების გამო.

 

US News & World Reports-მა 2014 წელს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას სამართლის ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მიმართულებებში შემდეგი რეიტინგები მიაკუთვნა:

 

-      Trial     Advocacy     მე-6     ადგილი    (http://grad-schools.usnews.rankingsandreviews.com/best-graduate- schools/top-law-schools/trial-advocacy-rankings)

-      Intelectual   Property   Law   მე-10   ადგილი   (http://grad-schools.usnews.rankingsandreviews.com/best- graduate-schools/top-law-schools/intellectual-property-law-rankings)

 

ორსემესტრიანი წინასამაგისტრო სწავლება საქართველოში ჩიკაგო-კენტის პროფესორებთან, რომელთა გამოცდილება მოიცავს არა მხოლოდ აკადემიურ მიღწევებს, არამედ მნიშვნელოვან მიღწევებს ბიზნესში, საადვოკატო თუ საჯარო სფეროებში, ასევე, სამაგისტრო ერთსემესტრიანი სწავლება ჩიკაგოში, არის არა მარტო  დიდი  პროფესიული გამოცდილების შეძენის  შესაძლებლობა სამართლის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებში,  არამედ  საუკეთესო  გზა  გლობალიზებულ  იურიდიული  ბაზრებზე ინტეგრირებისათვის. 

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრები გამოირჩევიან სწრაფი კარიერული წინსვლით.   ჩიკაგო- კენტის კურსდამთავრებულთა დასაქმების კოეფიციენტი ამერიკაში US News & World Reports-ის მიხედვით შეადგენს 66.2 პროცენტს სწავლების დასრულებისთანავე, ხოლო 90.7 პროცენტს დასრულებიდან 9 თვის შემდეგ. 

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის აკადემიურმა საბჭომ 2012 წელს კავკასიის რეგიონში პროგრამის დაფუძნებაზე გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა რეგიონის, როგორც განვითარებადი ბაზრის ეკონომიკური მაჩვენებლები, ასევე ხარისხიანი იურიდიული განათლების არარსეობით გამოწვეული რისკ- ფაქტორები, სამართლის თანამედროვე მიმართულებების პოპულარიზაციისა და გლობალიზებულ იურიდიულ სამყაროში ჩართვის აუცილებლობა რისთვისაც 2012 წლიდან 5 წლის ვადით დაადგინა ყველაზე მაღალ პროცენტიანი დაფინანსების (სტიპენდიების) გარანტირებულად მიღების უფლება. შედეგად, ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლას საქართველოში უკვე ჰყავს 42 სტუდენტი და კურსდამთავრებული. 

ამერიკული სამართლის სკოლის, Pre-LL.M და  LL.M  პროგრამების, სტიპენდიების და  სხვა  საკითხების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.salcaucasus.ge, www.kentlaw.iit.edu ასევე, http://www.kentlaw.iit.edu/academics/llm-programs/international-and-comparative-law/special-llm-and-overseas- training-programs. 

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის სტუდენტების და დამფუძნებლების ვიდეო ინტერვიუები გთხოვთ იხილოთ: http://www.kentlaw.iit.edu/academics/llm-programs/us-international-and-transnational-law/special-llm- and-overseas-training-programs/tbilisi-georgia-for-caucasus-region  

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

- სატელეფონო  კომუნიკაცია  ჩიკაგო-კენტის  წარმომადგენლებთან  საქართველოში:  2244080,  577

974001, 577 774030

საკონსულტაციო  შეხვედრები  დასაშვებია  ჩიკაგო-კენტის  წამომადგენლობის  ოფისში:  პიქსელ ბიზნეს ცენტრი, ჭავჭავაძის 34, მე-4 სართული, თბილისი, საქართველო.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი